მესის ახალი საიტი და მობილური აპლიკაცია აქვს
Aa
Aa

მესის ახალი საიტი და მობილური აპლიკაცია აქვს

ლიონელ მესი, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. მას "ფეისბუქზე" 88 მილიონი გამომწერი ჰყავს, "ტვიტერზე" 1.2 მილიონი, ხოლო "ინსტაგრამზე" - 73 მილიონი. 

მესი თავის ფანებს დამატებით კომფორტს უქმნის. მან საკუთარი მობლიური აპლიკაცია განაახლა, რისი საშუალებითაც მის ფანებს ყველა სიახლისა თუ ფოტომასალის ნახვა ოპერატიულ რეჟიმში შეეძლებათ.

მესის მობილური აპლიკაცია ამჟამად ესპანეთსა და არგენტინაშია ხელმისაწვდომი. ის ჯერჯერობით ესპანურ და ინგლისურ ენებზე ფუნქციონირებს.

აპლიკაცია, ანდროიდისა და iOS-სთვისაა.

ფეხბურთელმა ასევე განაახლა საკუთარი ოფიციალური ვებ-გვერდი - www.leomessi.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები