გადაწყვეტილია: ვენგერი
Aa
Aa

გადაწყვეტილია: ვენგერი "არსენალში" რჩება

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC-ს უახლესი ინფორმაციის თანახმად, არსენ ვენგერის ლონდონის "არსენალში" დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია.

ფრანგი სპეციალისტი "მეთოფეთა" მფლობელ სტენ კროენკეს ორშაბათს შეხვდა და თავის მომავალზე ესაუბრა.

როგორც ირკვევა, მხარეები შეთანხმდნენ და ვენგერი უახლოეს დღეებში ახალ 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იმავე BBC-ს თქმით, "არსენალი" ოფიციალური განცხადების გაკეთებასა და ამ საკითხის დადასტურებას, ხვალ გასამართ პრესკონფერენციაზე აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები