ჯო ჰარტმა
Aa
Aa

ჯო ჰარტმა "ტორინო" დატოვა

ინგლისელმა მეკარე ჯო ჰარტმა იტალიური "ტორინო" დატოვა. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" დაწერა.

"გმადლობ "ტორინო"... ამაყი ვარ, რომ ასეთ განსაკუთრებულ კლუბში ვთამაშობდი. მე და ჩემ ოჯახს ეს გუნდი არასდროს დაგვავიწყდება.

დარჩენილი ცხოვრება ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები. აქ აუცილებლად დავბრუნდები, ასე რომ, დროებით". - წერს ჰარტი.

ჯერჯერობით მისი მომდევნო კლუბი უცნობია, თუმცა 30 წლის მეკარეს ყველაზე უფრო "ლივერპულს" უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები