კესიე სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის
Aa
Aa

კესიე სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

იტალიური პრესის ცნობით, ფრანკ კესიე დღეს საღამოს Madonnina clinic-ში სამედიცინო შემოწმება გაივლის.

MilanNews.it-ის ინფორმაციით, კესიე "კასა მილანში" ხვალ მივა, სადაც "როსონერისთან" კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

"მილანს" 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის ტრანსფერი 28 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ მილანურმა გრანდმა უკვე მეორე ტრანსფერი შეათანხმა. აქამდე მან "ვილიარეალიდან" მატეო მუსაჩიო გადმოიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები