სტროტმანი:
Aa
Aa

სტროტმანი: "ტოტის თამაში კიდევ 5 წელი შეუძლია"

იტალიური "რომას" საყრდენმა, კევინ სტროტმანმა, ფრანჩესკო ტოტის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, მას ფეხბურთის თამაში კიდევ 5 წელი მაინც შეუძლია. მან ფეხბურთში თავისი სახელი ჩაწერა და ვიტყოდი, ეს სპორტი შეცვალა.

არამარტო რომი, არამედ მთელი მსოფლიო მასზე საუბრობს. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მასთან ერთად თამაშისა და ვარჯიშის საშუალება მქონდა.

რაც კვირას "სტადიო ოლიმპიკოზე" ხდებოდა, არასდროს მინახავს. მთელი სტადიონი ტიროდა, მათ შორის ხნიერი ადამიანებიც, რომელთაც ცხოვრებაში არაერთი ემოცია გამოუცდიათ". - თქვა სტროტმანმა.

ფრანჩესკო ტოტი "რომაში" 28 წელი ირიცხებოდა. მან კლუბის მაისურით 786 თამაში ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები