ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ისკო ბევრად ტექნიკურია, ვიდრე ბეილი"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "ჩემპიონთა ლიგის" მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

"ოპტიმიზმი კარგია, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ფავორიტი "რეალია". ამ გუნდმა ზედმიწევნით კარგად იცის ფინალებში თამაში. 

მათ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, მათ შორის სათადარიგოც. მაგალითად, ასენსიო და მორატა. ნახევარდაცვაში მათ თამაშს კაზემირო აბალანსებს. 

თუკი ბეილი ითამაშებს, მეტოქეს მეტი ძალა და გამძლეობა ექნება. ისკო მასზე ბევრად ტექნიკურია და მისი მოედანზე ყოფნის შემთხვევაში, სხვა სიტუაცია იქნება.

BBC-ს არ გვეშინია, რადგან BBC ჩვენც გვყავს - ბუფონი, ბონუჩი, კიელინი". - დაასრულა ღიმილით ალეგრიმ.

"იუვენტუსი" და "რეალი", 3 ივნისს, კარდიფში, 22:45 საათზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები