Aa
Aa

"ჰადერსფილდი" პრემიერ ლიგაშია!

ინგლისის ჩემპიონშიფის ფლეი-ოფის გადამწყვეტი შეხვედრა "ჰადერსფილდსა" და "რედინგს" შორის 0:0 დასრულდა და პრემიერ ლიგაში გადმომსვლელი გუნდი პენალტების სერიამ გაარკვია.

საფეხბურთო ლატარეაში უფრო ზუსტი "ჰადერსფილდის" ფეხბურთელები აღმოჩნდნენ, რომელთაც 4:3 იმარჯვეს და მომავალი წლიდან უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

"ჰადერსფილდს" პრემიერ ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული, ოღონდ შორეულ წარსულში - 1923-24; 1924-25 და 1925-26 წლების სეზონში. ეს გუნდი უმაღლეს დივიზიონს 1972 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან პრემიერ ლიგაში "ნიუკასლი" და "ბრაიტონიც" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები