სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ედინ ჯეკო გახდა
Aa
Aa

სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი ედინ ჯეკო გახდა

იტალიის სერია A-ს 2016-17 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, "რომას" ფორვარდი, ედინ ჯეკო გახდა.

31 წლის ბოსნიელმა, ჩემპიონატში 29 გოლი შეაგდო და "ნაპოლის" შემტევ დრის მერტენსს 1 გოლით აჯობა.

ჯეკომ სერია A-ში ასევე 9 საგოლე პასი შეასრულა. 

შეგახსენებთ, რომ "რომას" თავდამსხმელი "ევროპა ლიგის" ბომბარდირიც გახდა, თუმცა იმ ტურნირზე მის მსგავსად 8 გოლი, "ზენიტის" შემტევმა ჯულიანომ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები