გადაწყვეტილია: არგენტინას სამპაოლი გაწვრთნის!
Aa
Aa

გადაწყვეტილია: არგენტინას სამპაოლი გაწვრთნის!

ბრიტანული skysports-ის ინფორმაციით, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ "სევილიასთან" შეთანხმებას მიაღწია.

არგენტინული ფეხბურთის მესვეურები, ხუთშაბათს სევილიაში იმყოფებოდნენ, სადაც "სევილიას" პრეზიდენტ პეპე კასტროს შეხვდნენ და როგორც ირკვევა, სამპაოლის წაყვანის თაობაზეც დაიყოლიეს.

სამპაოლის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რის გამოც არგენტინელებს 1.4 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ყველაფერი ოფიციალურად ივნისის დასაწყისში გამოცხადდება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს არგენტინა სამპაოლისთან ერთად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები