მაკელელე
Aa
Aa

მაკელელე "სუონსიში" რჩება

ცნობილი ფრანგი ვეტერანი ფეხბურთელი, კლოდ მაკელელე, ინგლისურ "სუონსისთან" თანამშრომლობას აგრძელებს.

იგი ამ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იანვარში დაინიშნა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ჰქონდა. 

როგორც ცნობილი ხდება, მაკელელე "თეთრ გედებთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს და მათ რიგებში კიდევ მინიმუმ 1 წელი დარჩება.

მაკელელე 2011-2013 წლებში "პსჟ"-ში კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო, ხოლო 2014 წელს სათავეში კორსიკულ "ბასტიას" ედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები