ჩეზარე პრანდელი
Aa
Aa

ჩეზარე პრანდელი "ალ ნასრის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ჩეზარე პრანდელი, თავის სამწვრთნელო კარიერას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებს.

59 წლის პრანდელი დუბაის კლუბ "ალ ნასრს" ჩაიბარებს. მისი ოფიციალური წარდგენა 29 მაისს მოხდება.

"ალ ნასრი" ადგილობრივ ენაზე გამარჯვებას ნიშნავს, ეს კლუბი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ყველაზე ძველი და ტრადიციულია. იგი 1945 წელსაა დაარსებული.

იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ბოლოს ესპანურ "ვალენსიაში" მუშაობდა, საიდანაც გასული წლის დეკემბერში დაითხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები