პეტრა კვიტოვა
Aa
Aa

პეტრა კვიტოვა "როლან გაროსზე" ითამაშებს

27 წლის ჩეხი ჩოგბურთელი, პეტრა კვიტოვა, "როლან გაროსის" 2017 წლის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს. ამ ინფორმაციას მისი ოფიციალური საიტი ავრცელებს.

კვიტოვა პარიზში უკვე ჩავიდა და წინასატურნირო მომზადებასაც შეუდგა. 

შეგახსენებთ, რომ "უიმბლდონის" ორგზის გამარჯვებული, გასულ წელს საკუთარ სახლში დანით დაჭრეს და იძულებითი უქმობა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები