პორტუგალიამ
Aa
Aa

პორტუგალიამ "კონფედერაციის თასისთვის" გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა, რუსეთში გასამართი "კონფედერაციის თასისათვის" 25 კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც 2 ფეხბურთელი მოაკლდება და ტურნირისთვის ოფიციალურ სახეს ამის შემდეგ მიიღებს.

მეკარეები: რუი პატრისიუ (სპორტინგი), ბეტუ (სპორტინგი), ჟოზე სა (პორტუ)

მცველები: ბრუნო ალვეში (კალიარი; იტალია), სედრიკ სოარეში (საუთჰემპტონი; ინგლისი), ელიზეუ (ბენფიკა), ჟოზე ფონტე (ვესტ ჰემი; ინგლისი), ლუიშ ნეტო (ზენიტი; რუსეთი), ნელსონ სემედო (ბენფიკა), პეპე (რეალი; ესპანეთი), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი; გერმანია)

ნახევარმცველები: ადრიენ სილვა (სპორტინგი), ანდრე გომეში (ბარსელონა; ესპანეთი), დანილო პერეირა (პორტუ), ჟოაო მარიო (ინტერი; იტალია), ჟოაო მოუტინიო (მონაკო; საფრანგეთი), პიცი (ბენფიკა), უილიამ კარვალიო (სპორტინგი)

თავდამსხმელები: ანდრე სილვა (პორტუ), ბერნარდო სილვა (მონაკო; საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი; ესპანეთი), ჟელსონ მარტინში (სპორტინგი), ნანი (ვალენსია; ესპანეთი), რიკარდო კვარეშმა (ბეშიქთაში; თურქეთი).

შეგახსენებთ, რომ "კონფედერაციის თასი" 17 ივნისს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები