მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "მე "იუნაიტედში" ჯერ არავინ ვარ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ჟურნალისტებთან თავისი მიღწევების შესახებ ისაუბრა.

"ამ კლუბის ლეგენდები ბასბი ("მანჩესტერის" მწვრთნელი 1945-1969 და 1970-1971 წლებში) და ფერგიუსონი არიან. ვფიქრობ, მე "მანჩესტერში" ჯერჯერობით არავინ ვარ. მეორე მხრივ, ვგრძნობ იმასაც, რომ აქ მოხვედრასაც დამსახურება უნდა.

მაგალითად, როცა "ანდერლეხტი" დავამარცხეთ, ჩემ კარიერაში ევროტურნირების მე-10 ნახევარფინალში გავედი, ამ მაჩვენებლით კი, სერ ალექსსა და ტრაპატონის გავუთანაბრდი. მათ კარიერა დაამთავრეს, მე ამ სტადიაზე გასვლის შანსი კიდევ მექნება. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის საამაყოა.

ვფიქრობ, კარიერულად გამიმართლა, რადგან ინგლისური, ესპანური, იტალიური, პორტუგალიური გამოცდილება მაქვს და ამ ქვეყნების მთავარ მატჩებში ვმონაწილეობდი. გარდა ამისა, თასის ფინალები და უამრავი მნიშვნელოვანი თამაში იყო. ეს შესანიშნავია.

თუკი ხვალ კარიერას დავასრულებ, განვლილი გზით ბედნიერი ვიქნები. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამას არ ვაპირებ და წინ კიდევ 15 წელი მაქვს". - ამბობს ჟოზე.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე "ბარსელონაში" (ასისტენტი), "ბენფიკაში" (ასისტენტი), "უნიაო ლეირიაში", "პორტოში", "ჩელსიში", "ინტერსა" და "რეალში" უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები