ბონუჩის ვაჟი თავის კუმირს შეხვდა
Aa
Aa

ბონუჩის ვაჟი თავის კუმირს შეხვდა

ლეონარდო ბონუჩის უფროსი ვაჟი, ლორენცო, "ტორინოს" გულშემატკივარია და მისი კუმირი ანრეა ბელოტი გახლავთ.

ლორენცო 5 წლის ივლისში ხდება. იგი "ტორინოს" მატჩებს საკმაოდ ხშირად ესწრება და კამერების ობიექტივშიც არაერთხელ მომხვდარა.

ბელოტიმ ლორენცოსთან ერთად გუშინ ერთ-ერთ რესტორანში ისადილა და მასთან ფოტოებიც გადაიღო.

"დღეს ისე ვიმხიარულე, როგორც "სკუდეტოს" მოგებისას არ მიმხიარულია". - დაწერა მოგვიანებით ბონუჩიმ "ტვიტერზე".

"იუვენტუსის" მცველის მეუღლე, ყოფილი მოდელი, მარტინა მაკარია, რომელთანაც მას ლორენცოს გარდა, კიდევ ერთი ბიჭი - 3 წლის მატეო ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები