ჯენარო გატუზო
Aa
Aa

ჯენარო გატუზო "მილანს" დაუბრუნდა

იტალიური "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი, ჯენარო გატუზო, კლუბში მწვრთნელის რანგში ბრუნდება.

"როცა მირაბელიმ და ფასონემ "მილანში" დაბრუნება შემომთავაზეს, ძალიან გამიხარდა. არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის უკან გადადგმული ნაბიჯია". - ამბობს "რინო".

39 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში სერია ბ-ს კლუბ "პიზაში" მუშაობდა, ამიერიდან კი "მილანის" ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები