ბასილაშვილი ლიონის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლიონის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე წარმატებულ სვლას აგრძელებს.

25 წლის ბასილაშვილმა დღეს 1/4 ფინალურ შეხვედრაში, წინა რაუნდში ნიკ კირიოსის მძლეველი, ნიკოლას კიკერი, 6:3 6:1 გაანადგურა.

თამაში სულ რაღაც 66 წუთს გაგრძელდა. ნიკამ 2 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე ქულების 73%, ხოლო მეორეზე 63% მოიგო. თავად 4 ბრეიკი შეასრულა, მეტოქისთვის კი ამის შანსი ერთხელაც არ მიუცია.

1/2 ფინალში ქართველის მოწინააღმდე, ცონგა-ხაჩანოვის წყვილში გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები