გადასახადების დამალვაში რონალდუც ეჭვმიტანილია
Aa
Aa

გადასახადების დამალვაში რონალდუც ეჭვმიტანილია

სრულიად ესპანური პრესა დღეს დილით ახალმა სკანდალმა მოიცვა.

გადასახადების დამალვისთვის არაერთ ფეხბურთელსა თუ სხვა სპორტის ვარსკვლავს შეექმნა პრობლემა და ახლა ამ საქმეში კრიშტიანუ რონალდუც ეჭვმიტანილია.

ჯერჯერობით რონალდუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ და ეს მხოლოდ შესაბამის პირთა ვარაუდია, თუმცა ფაქტია, რომ თემის წინა პლანზე წამოწევა ფეხბურთელისთვის კარგ არაფერს მოასწავებს.

როგორც ვარაუდობენ, 2011-2014 წლებში პორტუგალიელმა საგადასახადოს 8 მილიონი ევრო დაუმალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები