მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "რთული სეზონი კარგად დავასრულეთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "ევროპა ლიგის" ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული სეზონი გვქონდა, თუმცა ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კარგად დავასრულეთ.

"ჩემპიონთა ლიგაში" გასასვლელად ორი გზა იყო - პრემიერ ლიგა და "ევროპა ლიგის" მოგება. 

ამ ტურნირის მოგება ყოველთვის გვინდოდა და ახლა ჩვენ გუნდს ყველა საკლუბო ტურნირი აქვს მოგებული". - ამბობს მოურინიო.

ჟოზეს ევროტურნირების ფინალში კვლავაც 100%-იანი მაჩვენებელი აქვს - მას ოთხიდან ოთხი ფინალი აქვს მოგებული.

გარდა ამისა, მან რაფაელ ბენიტესის მიღწევა გაიმეორა. რაფა და ჟოზე არიან გამორჩეული მწვრთნელები, რომელთაც ტიტულატურაში "უეფას თასი" და "ევროპა ლიგა" აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები