მხითარიანი:
Aa
Aa

მხითარიანი: "ყველა მეუბნებოდა, რომ გავიტანდი"

"ევროპა ლიგის" ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამსტერდამის "აიაქსი" 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში მეორე გოლი ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა.

"თამაშის წინ ყველა მეუბნებოდა, რომ გოლს გავიტანდი. 

1/2 ფინალის შემდეგ ვოცნებობდი, რომ ფინალში გოლი გამეტანა. ეს გავაკეთე და კმაყოფილი ვარ. 

მთელი სეზონი ვიბრძოდით პრემიერ ლიგაში, რათა "ჩემპიონთა ლიგის" საგზური მოგვეპოვებინა და ეს სხვანაირად, მაგრამ მაინც შევძელით". - თქვა მხითარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები