პოგბა:
Aa
Aa

პოგბა: "გამარჯვება დავიმსახურეთ"

"ევროპა ლიგის" ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამსტერდამის "აიაქსი" 2:0 დაამარცხა. ინგლისელთაგან პირველი გოლის ავტორი პოლ პოგბა გახდა, რომელმაც რიკოშეტის დახმარებით შეაგდო.

"ეს მიზანია, რომლისთვისაც მთელი წელი ვშრომობდით და ახლა ძალიან ამაყები ვართ. 

ხალხი ლაპარაკობს, რომ ცუდი სეზონი გვქონდა, თუმცა როცა ასეთ ტიტულს იგებ, ვფიქრობ, სათქმელი აღარაფერია.

სწრაფი გოლი გავიტანეთ, რაც ძალიან დაგვეხმარა, ხოლო მეორე ბურთის გატანის შემდეგ ინიციატივამ სრულიად ჩვენ მხარეს გადმოინაცვლა და ყველაფერს ვაკონტროლებდით.

თავს შესანიშნავად ვიცავდით. თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი კარგად გააკეთა და გამარჯვება დავიმსახურეთ". - ამბობს პოგბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები