Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტდმა" "ევროპა ლიგა" ისტორიაში პირველად მოიგო

"ევროპა ლიგის" 2016-2017 წლების სეზონის გამარჯვებული "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა.

ფინალურ შეხვედრაში "მანკუნიანელებმა" ამსტერდამის "აიაქსს" საკმაოდ მარტივად, 2:0 მოუგეს.

მატჩის მე-18 წუთზე პოლ პოგბას დარტყმული რიკოშეტის შედეგად ამსტერდამელთა კარში აღმოჩნდა და ანგარიშიც გაიხსნა.

მეორე ნახევრის სტარტზევე, 48-ე წუთზე, ინგლისელებმა კუთხურიდან იხეირეს - საბოლოო ზუსტი დარტყმა ჰენრიხ მხითარიანმა შეასრულა და 2:0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები