სასამართლომ მესის სასჯელი ძალაში დატოვა
Aa
Aa

სასამართლომ მესის სასჯელი ძალაში დატოვა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, „ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლიონელ მესისთვის გამოტანილი 21 თვიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის მამას ხორხე ორასიო მესის პატიმრობის ვადა 21 თვიდან 15 თვემდე შეუმცირდა, ხოლო ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობის ვადა ძალაში დარჩა. ასევე ძალაში დარჩა 2,1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა.

ლიონელ მესის ბრალი სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელს შეუძლია სასჯელი ციხეში არ მოიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები