ბოშის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ბოშის პრესკონფერენცია

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, პეტერ ბოშმა, "ევროპის ლიგის" ფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მატჩისწინა დაძაბულობა სრულიად გასაგებია. ეს ჩემი ფეხბურთელებისთვის პირველი ფინალია და ისინი ღელავენ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოედანზე ეს არ შეეტყობათ.

თუკი ჩვენი თამაშის ჩვენებას შევძლებთ, "მანჩესტერის" დამარცხების შანსიც გვექნება. 

ჩემი ფეხბურთელები ძალიან ახალგაზრდები არიან და მათ ამ თამაშისთვის განსაკუთრებით ვამზადებთ. ეს მწვრთნელის პროფესიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის". - ამბობს 53 წლის სპეციალისტი, რომელმაც კლუბი ევროტურნირის ფინალში პირველად გაიყვანა.

"აიაქსი" და "მანჩესტერი", დღეს, 22:45 საათზე, სტოკჰოლმში, Friends Arena-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები