ლასე შონე:
Aa
Aa

ლასე შონე: "ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მატჩია"

ამსტერდამის "აიაქსის" დანიელმა ნახევარმცველმა, ლასე შონემ, "ევროპის ლიგის" ფინალური შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

"ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მატჩია. ეს ფინალია და როგორც წესი, მასში ყველაფერი ხდება. 

ერთმანეთს ორი განსხვავებული სტილის გუნდი ხვდება. 

ჩვენი თამაშის ჩვენება უნდა შევძლოთ და თითოეულმა ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი გაიღოს.

ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც ვფიქრობ, საბოლოო ჯამში წარმატების კარგი შანსი აქვს". - ამბობს შონე.

"აიაქსი" და "მანჩესტერი", დღეს, 22:45 საათზე, სტოკჰოლმში, Friends Arena-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები