კასორლა: ალვარო მორატა ესპანური ფეხბურთის მომავალია
Aa
Aa

კასორლა: ალვარო მორატა ესპანური ფეხბურთის მომავალია

როგორც მოგეხსენებათ გუშინ ესპანეთის ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩშში უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ალვარო მორატას ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ესპანელთა შემტევმა ნახევარმცველმა, სანტი კასორლამ მისი თანამემამულის, ალვარო მორატას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მას ნაკრების მომავალი უწოდა.

 

"ყველაზე მთავარი - საგოლე მომენტების შექმნაა. მატჩის მიმდინარეობა და ანგარიში იდეალური არ იყო, თუმცა უფრი მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. მინიმალური უპირატესობის დროს თამაში ძალიან სახიფათოა და რომ არა კასილასის მიერ რამდენიმე მოგერიებული ბურთი, შეიძლება ქულები დაგვეკარგა. რაც შეეხება მორატას, ის ესპანეთის ეროვნული ნაკრების მომავალია. ალვარო "იუვენტუსშიც" შესანიშნავად გამოიყურება. მას უკვე მივულოცეთ და მომავალშიც ყოველივე საუკეთესო ვუსურვეთ" - განაცხადა სანტი კასორლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები