Aa
Aa

"იუვენტუსი" დე შილიოს შეუთანხმდა

იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება.

"მილანის" ვიცე-კაპიტანი, მატია დე შილიო, ტურინის "იუვენტუსში" გადადის. 

გამოცემა Premium Sport-ის ინფორმაციით, ტურინელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტის დეტალებზე მოილაპარაკეს და ტრანსფერს წერტილი რამდენიმე დღეში დაესმება.

დე შილიოს "როსონერის" დატოვება თავადაც სურდა, რადგან მას კლუბის ფანებთან დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და ერთ-ერთი საშინაო მატჩისას შეურაცჰყოფაც მიაყენეს.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ბევრი გამოტოვა და ყველა ტურნირზე ჯამში 27 შეხვედრა ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები