Aa
Aa

"ევროპის ლიგის" ფინალისთვის უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

გუშინ ღამით მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, "უეფა", "ევროპის ლიგის" ხვალინდელი ფინალისათვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.

"შოკირებულები ვართ მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიით.

არაა გამორიცხული, გუშინდელის შემდეგ, ტერორისტების სამიზნე სტოკჰოლმში გასამართი "ევროპის ლიგის" ფინალი გახდეს. 

ჩვენ ვმუშაობთ შვედეთის მთავრობასა და ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა ყოველგვარი ინციდენტი და არეულობა თავიდან ავიცილოთ.

უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება და ვეცდებით სტადიონზე მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იყოს". - ვკითხულობთ "უეფას" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მანჩესტერის ერთ-ერთ სტადიონზე, ცნობილი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტის მიმდინარეობისას, ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები