ვოზნიაცკი
Aa
Aa

ვოზნიაცკი "როლან გაროსს" გამოტოვებს?

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, კაროლინ ვოზნიაცკი, მიმდინარე კვირას სტრასბურგის ტურნირიდან ტრავმის გამო მოეხსნა.

დანიელმა შელბი როჯერსთან გუშინდელი მატჩი შეწყვიტა, რის შემდეგაც ალაპარაკდნენ, რომ "კაროს" მომავალ კვირას დასაწყები საფრანგეთის ღია პირველობის გამოტოვება მოუწევდა.

"პირველი სეტის მიმდინარეობისას მცირე ტკივილი ვიგრძენი და თამაში ამის გამო შევწყვიტე.

ახლა მთავარია საფრანგეთის ღია პირველობას 100%-ით მომზადებული შევხვდე". - აცხადებს ამჟამინდელი მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერი.

როგორც ამ კომენტარიდან ირკვევა, სერიოზული არაფერი უნდა იყოს და 26 წლის ვოზნიაცკის პარიზის კორტებზე ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ "როლან გაროსის" ძირითადი ბადის მატჩები 28 მაისიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები