აზარენკა
Aa
Aa

აზარენკა "უიმბლდონისთვის" დაბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ვიქტორია აზარენკა, კორტს სულ მალე დაუბრუნდება.

მისი განცხადებით, საწვრთნელი პროცესი გეგმის მიხედვით მიდის და დატვირთვები სულ უფრო იმატებს, რაც კორტზე დაბრუნების წინაპირობაც გახდება.

"საწვრთნელი პროცესი კარგად მიდის და ვგრძნობ, რომ უკვე შეჯიბრებებში ჩართვაც შემიძლია.

ჩემ უახლოეს განრიგს რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებ. ვგეგმავ, რომ ბალახის კორტზე ერთი ტურნირი მაინც ვითამაშო და იმედია, "უიმბლდონზე" გამოსვლასაც შევძლებ". - წერს "ტვიტერზე" აზარენკა.

27 წლის ვიკამ დროებით პაუზა გასულ წელს აიღო, რაც მისი ფეხმძიმობით იყო გამოწვეული.

აზარენკას დიდი სლემის 2 ტიტული აქვს მოგებული - მან ორივეჯერ ავსტრალიის კორტებზე იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები