ტილემანსი
Aa
Aa

ტილემანსი "მონაკოში" გადადის

ბრიუსელის "ანდერლეხტის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, იური ტილემანსი, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონ "მონაკოში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ტრანსფერს ბელგიურ კლუბში ადასტურებენ. "ანდერლეხტის" სპორტული დირექტორის კომენტარი ასეთია:

"მისი "მონაკოში" ტრანსფერი ჯერ ბეჭედდასმული არაა, თუმცა შეთანხმება მიღწეულია და მოსაგვარებელი მხოლოდ ფორმალობებია.

სავარაუდოდ, იური ფრანგულ კლუბში კვირის ბოლომდე ჩაირიცხება". - თქვა ჰერმან ვან ჰოლსბეკმა.

იური ტილემანსი 20 წლისაა და არაერთი ევროპული გრანდის სამიზნე გახლდათ.

იგი "ანდერლეხტის" კაპიტანია და გასულ წელს დებიუტი ბელგიის ნაკრებშიც ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები