ჯოკოვიჩს აგასი გაწვრთნის
Aa
Aa

ჯოკოვიჩს აგასი გაწვრთნის

რომის მასტერსის ფინალში ალექსანდრ ზვერევთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, საზოგადოებას თავისი ახალი მწვრთნელის შესახებ ამცნო.

როგორც "ნოლემ" განაცხადა, მისი ახალი მწრთნელი ლეგენდარული ანდრე აგასი იქნება.

"ბოლო კვირებში ანდრეს ტელეფონით ხშირად ვესაუბრებოდი და გადავწყვიტეთ, რომ ის "როლან გაროსზე" ჩემი მწვრთნელის რანგში იქნება.

შორეულ პერსპექტივებზე ახლა არ ვისაუბრებ, ყველაფერს მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს". - თქვა ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში მისი გუნდიდან ბორის ბეკერი წავიდა, ხოლო რამდენიმე კვირის წინ "ნოლემ" თავისი დიდი ხნის მწვრთნელი მარიან ვაიდა და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი დაითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები