ბასილაშვილმა ლიონში ჩორიჩი დაამარცხა
Aa
Aa

ბასილაშვილმა ლიონში ჩორიჩი დაამარცხა

მსოფლიოს 71-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირას ლიონის ტურნირზე ასპარეზობს.

მან ტურნირის 1/16 ფინალში ხორვატი ბორნა ჩორიჩი დაამარცხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს პირველ ჩოგან ენდი მარეის მადრიდის მასტერსზე 2 სეტში მოუგო.

შეხვედრა ქართველის უპირატესობით წარიმართა და მას 2 სეტში გამარჯვებაც შეეძლო, რამეთუ მეორე პარტიაში საკუთარ ჩაწოდებაზე 7 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, ნიკამ მესამე სეტი აღმავლობით ჩაატარა და საბოლოოდ 6:4 5:7 6:4 იმარჯვა.

25 წლის ბასილაშვილი მომდევნო წრეში სეპი-ჯუმხურის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები