ტრეზეგე მბაპეს:
Aa
Aa

ტრეზეგე მბაპეს: "დარჩი "მონაკოში"

ვეტერანმა ფრანგმა გოლეადორმა, დავიდ ტრეზეგემ, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, მას ყველაფერი აქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს. თუმცა საამისოდ დრო უნდა მივცეთ. 

ის თავის ასაკთან შედარებით უნიკალური მონაცემებით გამოირჩევა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა.

ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება ის მინიმუმ 1 წელი ისევ "მონაკოში" დარჩეს". - თქვა ტრეზეგემ.

შეგახსენებთ, რომ თავად ტრეზეგემ "მონაკოს" რიგებში 1995-2000 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები