შარაპოვა
Aa
Aa

შარაპოვა "უიმბლდონზე" კვალიფიკაციას ითამაშებს

30 წლის რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, წლის მე-3 დიდი სლემის ტურნირ "უიმბლდონზე" კვალიფიკაციიდან ჩაებმება.

"როლან გაროსის" მესვეურების არ იყოს, შარაპოვას "ველური ბარათი" არც "უიმბლდონის" ორგანიზატორებმა არგუნეს, შესაბამისად, რუს ვარსკვლავს გზის გაკვალვა საკუთარი ძალისხმევით მოუწევს.

"უიმბლდონის" საკვალიფიკაციო ეტაპი 26-29 ივნისს ჩატარდება, ხოლო ძირითადი ბადის შეხვედრები 3 ივლისიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები