პეტერ ბოში:
Aa
Aa

პეტერ ბოში: "ჩვენ არანაირ წნეხს არ განვიცდით"

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, პეტერ ბოში, "ევროპის ლიგის" მოახლოებულ ფინალზე საუბრობს.

"მათ ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მათზე გაცილებით დიდი წნეხია. გარდა ამისა, "იუნაიტედი" ძალიან გამოცდილია, თუმცა ჩვენ ფანტასტიური ფეხბურთელები გვყავს. 

არანაირ წნეხს არ განვიცდით, პირიქით, ეს ჩვენთვის დიდი შანსი და გამოწვევაა. ჩემს ყველა ფეხბურთელს ამ თამაშის მოგება სურს და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს. 

მთავარია, ხელი ტრავმება არ შეგვიშალოს. საბედნიეროდ, გუშინ 24 კაციანი შემადგენლობით ვივარჯიშეთ, მათ შორის იყო დელი სინკრავენიც, რომელიც მომჯობინდა". - აცხადებს ბოში.

"ევროპის ლიგის" ფინალური შეხვედრა, 24 მაისს, 22:45 საათზე დაიწყება და მას სლოვენიელი დამირ სკომინა იმსაჯებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები