Aa
Aa

"ტიანძინი" ობამეიანგს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იწერება პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩინეთში გადასვლის შესახებ.

გაბონელს იქაურ "ტიანძინ ქუანძინს" უკავშირებენ, რომლის რიგებშიც აქსელ ვიტსელი და ალეშანდრე პატო თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი - ფაბიო კანავაროა.

როგორც ირკვევა, "ტიანძინი" ობამეიანგს წელიწადში 26 მილიონ ევროს სთავაზობს. ჩინელები ამჟამად წინადადებაზე პასუხს ელიან და საერთოდ არაა გამორიცხული, რომ თანხამ კიდევ ზემოთ აიწიოს.

რამდენიმე დღის წინ, ფრანგულმა francefootball-მა დაწერა, რომ ობამეიანგმა "პსჟ"-სა და სხვა ევროპული კლუბების შეთავაზებები დაბლოკა, რადგან ჩინეთში გადასვლით თავადაცაა დაინტერესებული.

აქვე დავამატოთ ისიც, რომ "ტიანძნისთვის" ცენტრფორვარდის დამატება პრიორიტეტულია. ეს გუნდი პარალელურად "ჩელსის" შემტევ დიეგო კოშტასაც ელაპარაკება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები