დი მარია
Aa
Aa

დი მარია "ინტერში"?

დიდი შანსია, სეზონის ბოლოს ანხელ დი მარიამ პარიზი დატოვოს და სათამაშოდ სხვაგან გადავიდეს.

არგენტინელის თავის რიგებში ხილვა მილანის "ინტერს" სურს.

აღსანიშნავია, რომ "ნერაძურიმ" "რეალის" მცველ პეპესთან შეთანხმებას უკვე მიღწია, ხოლო პეპესა და დი მარიას, ჟორჟე მენდეშის სახით, საერთო აგენტი ჰყავთ.

იწერება ისიც, რომ ამ ტრანსფერში დიდი როლი ხავიერ ძანეტის ეკისრება, რომელიც არგენტინელია და თანამემამულესთან საერთო ენის გამონახვაც არ უნდა გაუჭირდეს.

დი მარიას "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება. იგი ფრანგებმა 2 წლის წინ, 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები