ლოკატელი შესაძლოა
Aa
Aa

ლოკატელი შესაძლოა "სპალში" გაანათხოვრონ

იტალიური "მილანის" თინეიჯერი ნახევარმცველი, მანუელ ლოკატელი, შესაძლოა მომავალ სეზონში სხვა გუნდის რიგებში ვიხილოთ.

19 წლის ფეხბურთელი "როსონერის" მომავლად სამართლიანად მიიჩნევა, თუმცა ამ ეტაპზე ახალ ხელმძღვანელობას კლუბის აწყობა შედარებით გამოცდილ კადრებზე სურს.

ლოკატელის დამატების სურვილი სერია ა-ს მომავალი სეზონის დებიუტანტმა, "სპალმა" გამოთქვა, რომელიც იტალიის უმაღლეს ლიგას 1968 წლის შემდეგ უბრუნდება.

გარდა ლოკატელისა, "სპალში" იჯარით შესაძლოა "მილანის" კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მეკარე ალესანდრო პლიცარიც გადავიდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები