Aa
Aa

"ატლეტიკო" გუარდადოს შეძენას ეცდება

მექსიკური პრესის ცნობით, დიეგო სიმეონე, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელებს ანდრე გუარდადოს შეძენას სთხოვს.

მეორე მხრივ, ესპანური AS-ის მტკიცებით, ზაფხულში გუარდადოს ტრანსფერი მადრიდელთათვის პრიორიტეტული იქნება, რადგანაც "ატლეტიკოს" ნახევარდაცვა გაძლიერებას აშკარად საჭიროებს.

გუარდადო მესამე წელია "პსვ"-ს ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-კაპიტანია.

30 წლის უნივერსალი ნახევარმვცელი 2007-2012 წლებში "დეპორტივოში" თამაშობდა, ხოლო 2012-2015 წლებში "ვალენსიაში".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები