Aa
Aa

"მილანი" ბელოტისთვის მსუყე წინადადებას ამზადებს

იტალიური გაზეთის Il Giornale-ს ინფორმაციით, "მილანი" ანდრეა ბელოტის ტრანსფერისთვის მსუყე შეთავაზებას ამზადებს.

კონკრეტულად, "როსონერი" "ტორინოს" 70 მილიონ ევროსა და 3 ფეხბურთელს - მეკარე გაბრიელს, ლუკა ანტონელისა და იურაი კუცკას შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი სინიშა მიხაილოვიჩს საკმაოდ მოსწონს.

უახლოეს დღეებში "მილანის" გენერალური დირექტორი, მარკო ფასონე, "ტორინოს" პრეზიდენტ ურბან კაიროსთან დაკონტაქტებასა და მასთან ამ ტრანსფერზე საუბარს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ტურინელები თავიანთი ლიდერის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები არ გამორიცხავენ, რომ მილანელთა ამ წინადადებამაც გაჭრას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები