იტალიური პრესა: ფრანკ კესიე
Aa
Aa

იტალიური პრესა: ფრანკ კესიე "მილანელია"!

რამდენიმე წამყვანი იტალიური გამოცემა ავრცელებს ცნობას, რომ "ატალანტას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ფრანკ კესიე, "მილანს" კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა და კლუბებს შორის ტრანსფერიც გადაწყვეტილია.

20 წლის კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი ახალ კლუბში ხელფასის სახით წელიწადში 2.5 მილიონ ევროს აიღებს.

მისით არაერთი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა, მათ შორის "რომა" და "ჩელსი".

კესიე "მილანის" გულშემატკივარია და როგორც ჩანს, ტრანსფერში ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები