Aa
Aa

"ლივერპული" "ახალი რონალდინიოს" შეძენასთან ახლოსაა!

ბრაზილიური "გრემიოს" 24 წლის ამომავალი ვარსკვლავი, ლუან ვიეირა, არაერთი ევროპული გუნდის სამიზნეა.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, "ლივერპული" ამ რბოლაში ფავორიტია, რომელიც მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მერსესაიდელთა წარმომადგენლები გასულ თვეში ფეხბურთელის აგენტს შეხვდნენ და თუკი იმავე ბრიტანულ პრესას დავუჯერებთ, ლუანის "ენფილდზე" გადასვლის შანსი ძალიან მაღალია.

ფეხბურთელთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, საქმე ჩიხში აღარ უნდა შევიდეს.

ლუანი გასული ზაფხულის ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალს დაეუფლა. იგი ნეიმართან ერთად შეტევაში მრისხანე დუეტს ქმნიდა.

მას "გრემიოს" რიგებში 176 შეხვედრაში 43 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები