Aa
Aa

"მილანი" და მორატა კვლავ აქტუალურია

მილანური საინფორმაციო სააგენტოს, MilanNews.it-ის ინფორმაციით, "მილანი" ალვარო მორატას შესაძენად, კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებს.

როგორც წყარო წერს, "როსონერის" სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი, გუშინ ღამით ადვოკატ ჯუზეპე ბოცოს შეხვდა და მორატას ტრანსფერის იურიდიულ დეტალებზე ესაუბრა.

მირაბელის მოახსენეს, რომ ტრანსფერი ძალიან რთული გასაჩარხი იქნება, თუმცა თავის მხრივ "მილანი" ცდას არ დააკლებს.

მართალია, მორატა "რეალის" დატოვებასთან საკმაოდ ახლოსაა, მაგრამ მისით არაერთ გრანდთან ერთად, ყველაზე უფრო ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები