Aa
Aa

"ადიდასი" "მილანის" სპონსორობით უკმაყოფილოა

გერმანული სპორტული ფირმა "ადიდასი" მისი ერთ-ერთი სასპონსორო კლუბით, "მილანით" უკმაყოფილოა და კონტრაქტის გადახედვას აპირებს.

როგორც ირკვევა, კომპანიის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მაისურების არცთუ დიდი რაოდენობით გაყიდვაა. 

მაგალითად, ტურინის "იუვენტუსი" წელიწადში 23 მილიონი ევროს ღირებულების მაისურებს ყიდის, ხოლო "მილანი" ამ თანხის დაახლოებით ნახევარს გამოიმუშავებს. არადა, ტურინული კლუბი "ადიდასის" სასპონსორო პაკეტით მხოლოდ 3 მილიონი ევროთი მეტს იღებს, ვიდრე - მილანური. 

"ადიდასის" უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, "მილანის" ბოლოდროინდელი შედეგებია.

"მილანსა" და "ადიდასს" შორის გაფორმებული კონტრაქტი 2023 წლამდეა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები