კავანი ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
Aa
Aa

კავანი ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ედინსონ კავანი დასახელდა, რომელმაც ეს ჯილდო პირველად მოიგო.

კავანის მიმდინარე სეზონში 35 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირის წოდებაც გარანტირებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ზედიზედ 3 სეზონი საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ზლატან იბრაჰიმოვიჩი არავის უთმობდა. 

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, "მონაკოს" ფორვარდი, კილიან მბაპე გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ასევე "მონაკოს" წარმომადგენელი, ლეონარდო ჟარდიმი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები