ფედერერი
Aa
Aa

ფედერერი "როლან გაროსზე" არ ითამაშებს

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი, მიმდინარე წლის "როლან გაროსს" გამოტოვებს.

"სამწუხაროდ, გადავწყვიტე, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე მონაწილეობა არ მივიღო. ეს ჩემთვისაც ძალიან რთულია, თუმცა, ვფიქრობ, უმჯობესია ბალახისა და ჰარდის სეზონისთვის მოვემზადო.

მომენატრება "როლან გაროსი", სადაც ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. შევხვდებით მომავალ წელს". - ვკითხულობთ ფედერერის განცხადებაში.

მსოფლიო ჩოგბურთის გამორჩეულ ვარსკვლავს "როლან გაროსი" ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული, როცა ფინალში რობინ სოდერლინგს მარტივად, 3 სეტში მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები