AS: ხამესი მანჩესტერელად უნდა ჩავთვალოთ!
Aa
Aa

AS: ხამესი მანჩესტერელად უნდა ჩავთვალოთ!

ესპანური გამოცემა AS გადაწყვეტილად მიიჩნევს, რომ ხამესი სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც "რეალი" "ჩემპიონთა ლიგის" ფინალს ითამაშებს, კოლუმბიელის ტრანსფერის შესახებ გამოცხადდება.

მეორე მხრივ მადრიდული Marca სატრანსფერო თანხასაც ასახელებს, რომელიც 75 მილიონი ევროა.

ასე რომ, ხამესის წასვლაში და მით უფრო, "იუნაიტედში" გადასვლაში, ესპანელ ჟურნალისტებს ეჭვიც აღარ ეპარებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები