საბალეტა
Aa
Aa

საბალეტა "სიტის" ზაფხულში დატოვებს

ბრიტანული სპორტული და არამარტო სპორტული გამოცემების ინფორმაციით, პაბლო საბალეტა სეზონის ბოლოს "მანჩესტერ სიტის" დატოვებს.

"ფეხბურთს 20 წელი ვერ ითამაშებ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოდიან ახალი ფეხბურთელები და ეს ბუნებრივი მოვლენაა. 

როცა ისეთ კლუბზე გაქვს საუბარი, როგორიც "სიტია", უნდა აცნობიერებდე, რომ მისი ამბიციებიდან გამომდინარე, ასაკის მატებასთან ერთად თამაშის ნაკლები შანსი გაქვს". - განაცხადა საბალეტამ, რომელსაც მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

იგი "ქალაქელთა" რიგებში 2009 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით 322 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

თუკი ჩვენ ბრიტანელ კოლეგებს დავუჯერებთ, დიდი შანსია, 32 წლის საბალეტამ კარიერა "ვესტ ჰემში" გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს "სიტისთან" კონტრაქტი იაია ტურეს, ხესუს ნავასს, გაელ კლიშის, ბაკარი სანიასა და ვილი კაბალიეროს ეწურებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები