იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "რომაში" სპალეტის დი ფრანჩესკო შეცვლის!

იტალიური Mediaset Premium-ის ინფორმაციით, "რომა" ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეუთანხმდა და იგი სეზონის დასრულების შემდეგ ლუჩიანო სპალეტის პოსტს გადაიბარებს. 

დი ფრანჩესკო ამჟამად "სასუოლოს" მთავარი მწვრთნელია და მასთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს - გამოსასყიდი თანხა 3 მილიონი ევროა.

"სასუოლო" სერია ა-ში პირველად 2013 წელს დაწინაურდა და იმ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, სწორედ დი ფრანჩესკოა.

თავის მხრივ, გასული კვირიდან მოყოლებული იწერება, რომ ლუჩიანო სპალეტი მომავალი სეზონიდან "ინტერის" მწვრთნელი გახდება.

ეუსებიო დი ფრანჩესკო "რომაში" 1997-2001 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად იტალიის ჩემპიონიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები